Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სასამართლო სხდომაზე დაბრუნებას მოითხოვენ

პოლიტიკა
29
Frontnews
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სასამართლო სხდომაზე დაბრუნებას მოითხოვენ

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სასამართლო სხდომაზე დაბრუნებას მოითხოვენ.

მათ სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნით უკვე მიმართეს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს არ არის ნამდვილი სასამართლო პროცესი, მაგრამ პარტიის თავმჯდომარის გარეშე დატოვება არასწორია.

"პიროვნულ ზღვარზე გადასვლის მოთმენა გაძევების ფასად არ ღირს. მე ძალიან დაბალი წარმოდგენა მაქვს, ჩემ წინ მჯდომ ადამიანებზე, რადგან კვირებია თვალებში უსინდისობას და არაკვალიფიციურობას ვუყურებ, მაგრამ ამის მოთმენა შემიძლია.

პიროვნულ საკითხებზე გადასვლა, იქნება ეს მურთაზის მოხმობით თუ სხვა რამით, ამის ატანა არც შემიძლია და არც ვაპირებ. მით უმეტეს, არ ვაპირებ იმ გაუგებარი წარმონაქმნისგან, რომელსაც ჰქვია იურიდიულ ფაკულტეტის ყველაზე სამარცხვინო პროფესურის კურსელების ერთობა, რომელმაც ეს ქვეყანა მართლა დაღუპა, კობახიძემ, მდინარაძემ და მისმა უწიგნურმა კურსელებმა. აი, ეს ხდება და ამიტომ ისინი პასუხს ყოველთვის მიიღებენ, როდესაც ჩემს მეგობრებს შეეხებიან. 

გასაგებია, ეს რომ პროცესი არ არის. გუშინ კი დავარქვი ამას კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიცვალებულის გაპატიოსნება, მაგრამ დღეს უკვე გაპატიოსნების პროცესიც არ მიდის. ახლა შევიტანთ შუამდგომლობას და ვნახოთ, თავმჯდომარის გარეშე თუ დატოვებენ პარტიას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან მოსამართლე რევაზ ნადარაიამ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლები ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები