ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ნიკა გვარამია - ეს შეცდომად მიმაჩნია და ჩემს ევროპელ მეგობრებსაც ვუთხარი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ "ქოცების" რეაქცია ისეთია, როგორიც რუსებს აქვთ ხოლმე

ავტორი
Frontnews საქართველო
ევროკავშირმა, ასეთ დღეში მყოფ ქვეყნებს და ავტორიტარულ რეჟიმებს არ ველაპარაკებითო და სატესტო ვადა მისცა „ქოცებს“ იანვრამდე: თუ გამოსწორდებით, კომუნიკაცია აღდგებაო. ცალკე საკითხია, რომ ეს შეცდომად მიმაჩნია მე პირადად და ჩემს ევროპელ მეგობრებსაც ვუთხარი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ და პოლიტიკოსებსაც დაიჭერენ.
"ევროკავშირმა, ასეთ დღეში მყოფ ქვეყნებს და ავტორიტარულ რეჟიმებს არ ველაპარაკებითო და სატესტო ვადა მისცა „ქოცებს“ იანვრამდე: თუ გამოსწორდებით, კომუნიკაცია აღდგებაო.
ცალკე საკითხია, რომ ეს შეცდომად მიმაჩნია მე პირადად და ჩემს ევროპელ მეგობრებსაც ვუთხარი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ როგორც ყველა წინა შემთხვევაში, "ქოცების" რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ არ ესმით შანსის მიცემის, კომპრომისის და მსგავსის და სისუსტედ მიიჩნევენ. ახლაც ასე მოხდა (და ყველა სხვა შემთხვევაშიც): მთავარი, რაც არ უნდა ექნათ - პარტიების გაუქმება - დაჩქარებული ტემპებით მიჰყავთ ბოლომდე.
საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ და პოლიტიკოსებსაც დაიჭერენ. მეტიც, ლოგიკურად თუ ვივარაუდებთ, საბოტაჟის განაჩენი უფრო ადრე შეიძლება დადგეს, რადგან პარტიების გაუქმებისთვის წინმსწრებად სჭირდებათ "მოძალადე" პოლიტიკოსები და პარტიები.
არ ვიმკითხავებ, ჯერ რომელი იქნება, უბრალოდ ვივარაუდე, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ორივეს იზამენ და სხვა დანარჩენსაც, რომ იანვარში ქვეყანა კიდევ უფრო შორს იყოს სანუკვარი ისტორიული მიზნისგან - ევროკავშირისგან“, - წერს ნიკა გვარამია.
თაგები:
ნიკა გვარამია




