ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ნიკა გვარამია - ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, რომ ყველაფერი მოყვე რაც იცი, მეტი არ დაგჭირდება

ავტორი
Frontnews საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და აცხადებს, რომ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მას ემუქრება.
"ნინო წილოსანს მივმართავ. ნინო, ძვირფასო, უკვე არცთუ ისე ძვირფასო, გულწრფელად მინდა გითხრა, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, რომ ყველაფერი მოყვე რაც იცი, მეტი არ დაგჭირდება. დაჯდები და მოჰყვები უსასრულოდ, მამუკა მდინარაძით რომ დაიწყებ, ბოლომდე გახვალ, ამას გპირდები. მე დავჯდები და მოგისმენ თავიდან ბოლომდე, რაც გექნება მოსაყოლი. ძალიან ბევრი გვაქვს მოსაყოლი, ეს ზუსტად ვიცი, ყურმოკვრით და მოჩვენებით არა, ზუსტად ვიცი. ასე რომ, დაოკდი, დამიჯერე, ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან კარგად ვიცნობთ. დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს“, – აცხადებს ნიკა გვარამია.
თაგები:
ნიკა გვარამია




