Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ნიკა მელია – პუტინი დამარცხდება ამ ომში და მას მიყვება ყველა სამარცხვინო მარიონეტი!

პოლიტიკა
934
Frontnews
ნიკა მელია – პუტინი დამარცხდება ამ ომში და მას მიყვება ყველა სამარცხვინო მარიონეტი!

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

“უკრაინის გმირი ხალხი ვერაგ და სასტიკ შეტევას იგერიებს! ჩვენი გულები და ფიქრი დღეს მათთანაა!

 

ყველას გვესმის, რომ ეს ბოროტებასა და თავისუფლებას შორის ომია, რომელიც მთელ ჩვენ კონტინენტს და მთელ მსოფლიოს ეხება!

 

დღეს ყველა ვართ უკრაინელები და მათი ლურჯ-ყვითელი დროშა ჩვენი დროშაცაა!

 

ბევრი ქართველი მებრძოლი დღეს წინა ხაზზეა! დიდება მათ და უკრაინელ მებრძოლებს!

 

პუტინი დამარცხდება ამ ომში და მას მიყვება ყველა სამარცხვინო მარიონეტი!

 

თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს!“, – წერს ნიკა მელია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები