ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ნაწილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

ავტორი
Frontnews საქართველო
აქციების დროს დაკავებულმა - ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, ანრი კვარაცხელიამ, გიორგი მინდაძემ, დავით ლომიძე, თემურ ზასოხაშვილმა და გიორგი ოკმელაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს.
ისინი ქსნის დაწესებულებიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდნენ.
გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად და 5 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ამავე ბრალდებით იყო დაკავებული ანრი კვარაცხელია, რომელსაც 4,6 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ხოლო ნიკოლოზ ჯავახიშვილი საპატიმროს დეკემბერში ტოვებდა.
მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობასთან დაკავშირებით 232 პატიმარი შეიწყალა.





