Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ნიკოლოზ ყიფშიძე – რა ანალიზები გაუკეთეს, არ ვიცი, როგორ გრძნობს თავს, არც ის ვიცი, 2 საათის განმავლობაში ვცდილობდი რამე გამეგო

საზოგადოება
806
Frontnews
ნიკოლოზ ყიფშიძე – რა ანალიზები გაუკეთეს, არ ვიცი, როგორ გრძნობს თავს, არც ის ვიცი, 2 საათის განმავლობაში ვცდილობდი რამე გამეგო

2 საათის განმავლობაში ვცდილობდი რამე გამეგო, მაგრამ ვერაფერი გავიგე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა  ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ  კლინიკა  „ვივამედთან“ ლოდინის შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

მისი თქმით,  მცდელობის მიუხედავად,  არც მიხეილ სააკაშვილის სანახავად შეუშვეს და არც მისი ჯანმრთელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

 

“2 საათის განმავლობაში ვცდილობდი რამე გამეგო, მაგრამ ვერაფერი გავიგე, ასე რომ,  წავალ მე და დაველოდები,  იქნებ ვინმე დამირეკოს და მითხრას, როდის შეიძლება ავადმყოფის ნახვა. 

 

რა ანალიზები გაუკეთეს,  არ ვიცი, როგორ გრძნობს თავს,  არც ის ვიცი.  ექიმის დონეზე ჯერ ვერ მივედი, ჯერ ვეპალაპარაკები კარისკაცებს“,- განაცხადა ყიფშიძემ.   

 

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გუშინ რუსთავის ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში  გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.  ამ დრომდე პენიტენციურ დაწესებულებას  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები