Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ნიკოლოზ სამხარაძე - ბელგიის პარლამენტის ორივე თავმჯდომარესთან ჩვენი გზავნილი იყო, რომ გვიშუამდგომლონ ევროკავშირთან, რათა დიალოგი აღდგეს

პოლიტიკა
144
Frontnews
ნიკოლოზ სამხარაძე - ბელგიის პარლამენტის ორივე თავმჯდომარესთან ჩვენი გზავნილი იყო, რომ გვიშუამდგომლონ ევროკავშირთან, რათა დიალოგი აღდგეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბელგიის სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.

სამხარაძის თქმით, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრაზე ისაუბრა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

„მკაფიოდ გავუსვით ხაზი, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ არის არც ჩვენს და არც ევროკავშირის ინტერესში, თუმცა ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც ფორმალურად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ბელგიის პარლამენტის ორივე თავმჯდომარესთან ჩვენი გზავნილი იყო, რომ მათ გვიშუამდგომლონ ევროკავშირთან, რათა ეს დიალოგი აღდგეს. ჩვენ მზად ვართ დიალოგის აღსადგენად და ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. ჩვენს და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი. ასევე, ჩვენი საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს მნიშვნელოვან როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, შუა დერეფნის მაქსიმალური პოტენციალის ათვისებაში, რომლის ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ევროკავშირია, რადგან ევროპაში ტვირთების დიდი ნაკადი სწორედ საქართველოს გავლით შედის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები