Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკ ევროპარლამენტარ ბრანისლავ ონდრუშს შეხვდა

პოლიტიკა
946
Frontnews
ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკ ევროპარლამენტარ ბრანისლავ ონდრუშს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ სლოვაკ ევროპარლამენტარს ბრანისლავ ონდრუშს შეხვდა.

შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა და სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიხალ სტუშკა მონაწილეობდნენ.

მხარეებმა შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციაზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრისას განიხილეს ევროპარლამენტში ბოლო დროს მიღებული რეზოლუციები და აღნიშნეს, რომ ეს რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებაში არის უსამართლო და რეალობას არ ასახავს.

ბრანისლავ ონდრუშის განცხადებით, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ უნდა დაიწყონ რაციონალური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული  რთული ვითარება და უკრაინაში მიმდინარე ომის საფრთხეები საქართველოსთვის.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები