Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ნიკოლოზ სამხარაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია ჩაატარა

პოლიტიკა
163
Frontnews
ნიკოლოზ სამხარაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია ჩაატარა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვია და აკადემიის სამაგისტრო პროგრამის მსმენელებს და პროფესორებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე ესაუბრა.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები წარმოადგინა და საპარლამენტო დიპლომატიის თავისებურებებზე ისაუბრა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, არაღიარების პოლიტიკაზე, ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობებზე.

საჯარო ლექციას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური, გენერალი მამია ბალახაძე, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები