ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა

ავტორი
Frontnews საქართველო
დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო კოპენჰაგენის მერიაში გამართულ დისკუსიაში - „საგარეო პოლიტიკა, დემოკრატიული მმართველობა და საჯარო ანგარიშვალდებულება: საქართველოს საგარეო პოლიტიკური ხედვა ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში“.
მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ დანიაში აკრედიტებული დიპლომატები, საგარეო პოლიტიკის ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ნიკოლოზ სამხარაძემ მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და საქართველოს როლზე ცვალებად საერთაშორისო გარემოში.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა რეგიონული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონზე. მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის შედეგებზე გაამახვილა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესზე, რეფორმებსა და ფისკალურ მდგრადობაზე.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
ნიკოლოზ სამხარაძე




