Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო

სამართალი
1137
Frontnews
ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო

პედაგოგის და სამოქალაქო აქტივისტის ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

მომდევნო სხდომა 29 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

როგორც მისი უფლებადამცველები აცხადებენ, ნინო დათაშვილმა დღევანდელ პროცესზე დასწრება ჯანმრთელობის გამო ვერ შეძლო. აღნიშნული კი პენიტენციური დაწესებულების ექიმმა შესაბამისი მოწმობით დაადასტურა.

ასევე ცნობილია, რომ მისი ფიზიოთერაპიის კურსი პენიტენციურ დაწესებულებაში დაწყებულია.

მოსამართლემ აღნიშნული ფაქტორი გაითვალისწინა, მის მიმართ შეფარდებული ღონისძიება - პატიმრობა კი ძალაში დატოვა.

ნინო დათაშვილი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო, 20 ივნისს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული კი ჯარიმას, ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები