ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ნინო ნიჟარაძე ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ში კლინიკის ექიმებს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ში კლინიკის ექიმებს შეხვდა, სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მომავალი წლის პრიორიტეტებსა და განვითარების გეგმებზე ისაუბრა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრი ჩართულია სამინისტროს არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებაში, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევების, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, სახსრების ენდოპროთეზირების და თავშესაფრების პროგრამებში.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ასევე დაათვალიერა ახლად გახსნილი გულის ცენტრი. მაღალტექნოლოგიური, მულტიდისციპლინური ცენტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კარდიოლოგიურ მომსახურებას ერთ სივრცეში სთავაზობს. ცენტრში ხელმისაწვდომია კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიის, არითმოლოგიის, კარდიოქირურგიისა და გადაუდებელი კარდიოლოგიური დახმარების სერვისები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 4.5 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამის მიზანია გულის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ფინანსური ბარიერების შემცირება.
თაგები:
ნინო ნიჟარაძე




