Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ნინო წილოსანი – ახლა ვიწყებთ მათი სასტიკი დანაშაულების გასაჯაროებას

პოლიტიკა
521
Frontnews
ნინო წილოსანი – ახლა ვიწყებთ მათი სასტიკი დანაშაულების გასაჯაროებას

მუდმივად გვაკრიტიკებს ოპოზიცია – რა ვერ დაამთავრეთ “ნაც მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე საუბარიო… ვერც დავამთავრებთ. ის კი არა, ახლა ვიწყებთ მათი სასტიკი დანაშაულების გასაჯაროებას და იმ ღირსეული ბავშვებისა და ოჯახების გაცნობას, რომლებსაც ასე დაუნდობლად მოექცა რეჟიმი და „სახელმწიფოს სახელით“ სჯიდა და აწამებდა ამ ადამიანებს, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით,  სისტემამ  სრულიად უსაფუძვლოდ, მიზანში ამოიღო აფრასიძეების ოჯახი და გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა ისინი, ასე უმიზეზოდ.

“გუშინ, საზოგადოებამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში იხილა და მოისმინა აფრასიძეების ოჯახის ტრაგიკული და შემზარავი ამბავი

მუდმივად გვაკრიტიკებს ოპოზიცია – რა ვერ დაამთავრეთ “ნაც მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე საუბარიო…

ვერც დავამთავრებთ. ის კი არა, ახლა ვიწყებთ მათი სასტიკი დანაშაულების გასაჯაროებას და იმ ღირსეული ბავშვებისა და ოჯახების გაცნობას, რომლებსაც ასე დაუნდობლად მოექცა რეჟიმი და „სახელმწიფოს სახელით“ სჯიდა და აწამებდა ამ ადამიანებს

სისტემამ, სრულიად უსაფუძვლოდ, მიზანში ამოიღო აფრასიძეების ოჯახი და გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა ისინი, ასე უმიზეზოდ

მადლობა ღმერთს აფრასიძეების ოჯახის ბავშვები გადარჩნენ და ამ ოჯახიდან გადარჩენილმა ქალებმა ღირსეული მომავალი თაობა აღუზარდეს ჩვენს ქვეყანას, რისი მომსწრენიც ჩვენ გუშინ ყველანი ერთად გავხდით“, – წერს ნინო წილოსანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები