Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს

პოლიტიკა
36
Frontnews
ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ბულგარეთის ელჩ ვესელინ ვალკანოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებსა და საერთო ღირებულებებზე.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა ბულგარეთის ელჩს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს, აღნიშნეს, რომ ვესელინ ვალკანოვთან თანამშრომლობა ნაყოფიერი და შედეგიანი იყო და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები