ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ნორვეგიის პრემიერი - მოლდოვიდან გაფრენისას ზელენსკის თვითმფრინავს დრონი კინაღამ დაეჯახა, ეს არის რეალობა

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას დრონის თავდასხმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან NRK-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ნორვეგიის მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ საფრთხეზე, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს ოსლოში მიმავალ გზაზე ემუქრებოდა.
"მისი თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას დრონით კინაღამ ჩამოაგდეს. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ის აღმოჩნდა“, - აღნიშნა სტორემ.
ზელენსკი მოლდოვიდან ოსლოში სამშაბათს საღამოს ჩავიდა. ოთხშაბათს დილით სტორემ ზელენსკი მიიღო.
"ვკითხე, როგორ ჩაიარა ღამემ და მიპასუხა, რომ არც ისე კარგი ღამე იყო, რადგან ტელეფონით საუბრობდა და ინფორმაციას იღებდა იმის შესახებ, თუ სად ჩამოვარდა რაკეტები“, - განაცხადა სტორემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




