Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ობუჯის, ზღვაიას და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

რეგიონები
212
Frontnews
ობუჯის, ზღვაიას და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ობუჯის, ზღვაიას და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა.

​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან, სკოლამდელი სააღზრდელო-საგანმანათლებლო მართვის ცენტრის ხელმძღვანელ ნატო კვარაცხელიასთან  ერთად გახსნა.

მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივ მოსახლეობას, პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ეს მნიშვნელოვანი სიახლე მიულოცა და ნაყოფიერი, წარმატებული სასწავლო სააღმზრდელო წელი უსურვა.

"საბავშვო ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

​სამივე ბაღის შიდა და გარე ტერიტორია უახლესი სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.

შენობები უზრუნველყოფილია ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავეჯითა და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ინვენტარით. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლიას საბავშვო ბაღში დამონტაჟებულია სპეციალურად ადაპტირებული ლიფტი, რაც უზრუნველყოფს თანაბარ და მისაწვდომ გარემოს ყველა აღსაზრდელისთვის.

ბაღებში დანერგილია პატარების ჯანსაღი განვითარებისთვის საჭირო, მაღალკალორიული და დაბალანსებული კვების რაციონი.

​ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.

სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ბავშვებისთვის უსაფრთხო, განმავითარებელი გარემოს შექმნა და ინფრასტრუქტურის ევროპული სტანდარტებით განახლება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ, უცვლელ პრიორიტეტად რჩება", - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები