ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო გაცემული დახმარების სამართლებრივი დაცვა აღსრულების პროცესში ახლებურად დარეგულირდება

ავტორი
Frontnews საქართველო
პარლამენტმა 72 ხმით ერთის წინააღმდეგ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სავალან მირზოევმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფულადი დახმარება.
თაგები:
პარლამენტი




