Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ოთო კონჯარია - დრო არის ის, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე, წელს უკვე ფიქსირდება პირველი სერიოზული დეფიციტი ბიუჯეტში

უკრაინა
162
Frontnews
ოთო კონჯარია - დრო არის ის, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე, წელს უკვე ფიქსირდება პირველი სერიოზული დეფიციტი ბიუჯეტში

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ წაუყენა კონკრეტული მოთხოვნები ტრამპს იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის, შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიც სარკისებურად უპასუხებს, - ამის შესახებ საინფორმაციო პლატფორმა „ალფა სიხშირის“ დამფუძნებელმა და ანალიტიკოსმა ოთო კონჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოთხოვნებს შორის არის ის, რომ რუსეთმა ენერგოობიექტებზე, საწყობებსა და საკვები ობიექტების განთავსების ადგილებზე დარტყმებისგან თავი უნდა შეიკავოს.

"2026 წელი, შესაძლოა, ამ ეტაპისთვის შეფასდეს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ყველაზე იმედის მომცემი იმ მხრივ, რომ რუსებს გაცილებით ნაკლები აქვთ წინსვლა წლის დასაწყისიდან ამ პერიოდამდე აღებულ დროს და შევადარებთ გასულ წლებს. გაცილებით ნაკლებია რუსეთის წინსვლა, დაახლოებით ათას ასი კილომეტრი აქვთ ამ წლის განმავლობაში, როდესაც გასულ წლებში იყო გაცილებით მეტი. ეს ყველაფერი გამოიწვია ფრონტის დრონებით საკმაოდ გაჯერებამ.

რუსეთის ტაქტიკა ასეთია, არ ითვლიდნენ დანაკარგებს, მაგრამ ეს იყო წლევანდელ წლამდე, ახლა იმხელა დისბალანსია დაკარგულ და ყოველთვე კონტრაქტზე ხელმოწერილ ადამიანს შორის, რომ სწორედ ამიტომ გვესმის ბოლო პერიოდში განცხადებები საყოველთაო პოტენციურ მობილიზაციასთან დაკავშირებით.

სამხრეთში, დობროპილიას მიმართულებაზე უტევენ რუსები, მნიშვნელოვანი ძალები ჰყავთ მობილიზებული და დაახლოებით, თითქმის, ორი საარმიო კორპუსის რაოდენობით და ამ მიმართულებით ინტენსიური შეტევები ფიქსირდება, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ქვეით ჯგუფებზეა საუბარი და არა მექანიზებულ შეტევებზე. ეროვნული გვარდიის, აზოვის კორპუსის მეთაურმა გენერალმა პროკოპენკომ განაცხადა, რომ ველოდებით ნისლების დადგომას და როდესაც ეს ნისლები დადგება, რუსები გაააქტიურებენ შეტევეებსო. ეს მარტივი მისახვედრია, როდესაც ნისლები დადგება, ხელსაყრელი პირობები იქნება რუსებისთვის, რომ ტექნიკა ჩართონ რუსებმა. თუმცა, შარშან ეს არ გამოუვიდათ და წელსაც იმავეს ველოდები.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ წაუყენა კონკრეტული მოთხოვნები ტრამპს იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის, შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიც სარკისებურად უპასუხებს, არა მარტო ენერგოობიექტებზე დარტყმებისგან ხელის აღებით, არამედ საწყობებისა და საკვები ობიექტების განთავსების ადგილებზე დარტყმების შეჩერებით.

მე ვფიქრობ, რომ პუტინზე ზეგავლენას რაც მოახდენს, არის დრო. არ არსებობს სუპერიარაღი, რომელიც უკრაინას ამ დინამიკას შეაცვლევინებდა და დააჩქარებდა უკრაინის გამარჯვებას, თუმცა დრო არის ის, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე. წელს უკვე ფიქსირდება პირველი სერიოზული დეფიციტი ბიუჯეტში, რაც გამოწვეულია, როგორც ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დაბომბვით, ასევე ნავთობტერმინალების დაბომბვით. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ კრიზისი ეკონომიკაში შეეხო მარცვლეულსაც, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, დრო იქნება ის, რაც რუსეთს მძაფრად შეაგრძნობინებს ომის შედეგებს", - განაცხადა ოთო კონჯარიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები