Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

პაატა დავითაია - იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო აკრიტიკებს სასამართლო სისტემას, ახლა გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც სანქცირებული იქნება

პოლიტიკა
184
Frontnews
პაატა დავითაია - იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო აკრიტიკებს სასამართლო სისტემას, ახლა გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც სანქცირებული იქნება

რასაც ჩვენ ვხედავთ, მათი მხრიდან არანაირ დემოკრატიულ ჩარჩოებში არ ჯდება, ბევრი მიზეზის გამო.  ცალსახად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხები და არა სხვა. ეს აზიანებს ქვეყნის განვითარებას, - ამის შესახებ პარტია "ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ეს იქნება წითელი ხაზი დასავლეთთან ურთიერთობის „ქართული ოცნებისთვის“.

"ეს უმძიმესი დარტყმაა საკონსტიტუციო სასამართლოზეც. ასეა თუ ისე, საკონსტიტუციო სასამართლოს სახე შენარჩუნებული ჰქონდა იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო აკრიტიკებს სასამართლო სისტემას, კლანს და ათას რაღაცას ეძახიან, სანქცირებულიცაა. ახლა გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც სანქცირებული იქნება, 100%-ით გარანტიას გაძლევთ. სანქცირებული იქნება ბრიტანეთის მხრიდან, აშშ-ის მხრიდან, ის მოსამართლეები, რომლებიც გამოიტანენ გადაწყვეტილებას. ბრიტანეთის მხრიდან რომ იქნებიან სანქცირებული, ეს ისევე მოხდება, როგორც ორჯერ ორი ოთხია.

საკითხი დგება, რომ მთელი სასამართლო სისტემა სანქცირებულია, ეს გვაშორებს ევროკავშირისგან. შემდგომ ამ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება კონსტიტუციის ჩარჩოს ფარგლებში როგორ უნდა გამოიტანონ სხვა საკითხებთან მიმართებაში? ყველაფერი ისეა აღრეული, რომ რაში უღირთ ამ გადაწყვეტილების მიღება? ვერ დავიჯერებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას და არ დააკმაყოფილებს მმართველი პარტიის სარჩელს და დატოვებს ამ პარტიებს, ეს ვერ წარმომიდგენია. რაც მათ თქვეს, ყველაფერს მიყვებიან და აკეთებენ.

რასაც ჩვენ ვხედავთ, მათი მხრიდან არანაირ დემოკრატიულ ჩარჩოებში არ ჯდება, ბევრი მიზეზის გამო. ცალსახად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხები და არა სხვა. ეს აზიანებს ქვეყნის განვითარებას. ეს იქნება წითელი ხაზი დასავლეთთან ურთიერთობის „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ, 12:00 საათიდან განახლდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები