Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

პაატა მანჯგალაძე – ვაპირებთ, ბოლომდე დავიცვათ ის ადამიანები, ვინც ამ რუსულ კანონს ეწინააღმდეგებოდა

პოლიტიკა
897
Frontnews
პაატა მანჯგალაძე – ვაპირებთ, ბოლომდე დავიცვათ ის ადამიანები, ვინც ამ რუსულ კანონს ეწინააღმდეგებოდა

ჩვენ ვაპირებთ და არა მარტო ჩვენ, ის ხალხი, ვინც გავაპროტესტეთ რუსული კანონი, ბოლომდე დავიცვათ ის ადამიანები, ვინც ამ რუსულ კანონს ეღობებოდა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. 

 

“ის გამოსული იყო და აპროტესტებდა, რომ ქვეყანას ართმევდნენ, ართმევდნენ ევროპას. აქ რაღაც კითხვის ნიშნები და ორაზროვნება, რომ ხომ არ გადაამეტა, ასეთი ხომ არ იყო, ისეთი ხომ არ იყო, ეს არის ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა.

 

ეს არის “ქართული ოცნების” ბინძური პროპაგანდა, ეს ადამიანი ამოარჩიეს სპეციალურად, რომ ახლა ოპოზიცია დაკომპლექსდება, რომ რაღაცას ვაბრალებთ ისეთს, თმის ფერი არ მოეწონებათ და ამ ადამიანს ასე შევატოვებთ საჯიჯგნად, რაც არ გაუვათ რა თქმა უნდა.

 

ჩვენ ვაპირებთ და არა მარტო ჩვენ, ის ხალხი, ვინც გავაპროტესტეთ რუსული კანონი, დავიცვათ ადამიანები, ვინც ამ რუსულ კანონს ეღობებოდა”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა 31 მარტს შეუფარდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები