Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

პაპუნა ჯანელიძე – რა ტექნიკური მთავრობა?! რა არახამია?! რა უკრაინის დახმარება ევროინტეგრაციაში? ვინ ეკითხება უკრაინას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას?!

პოლიტიკა
1155
Frontnews
პაპუნა ჯანელიძე – რა ტექნიკური მთავრობა?! რა არახამია?! რა უკრაინის დახმარება ევროინტეგრაციაში? ვინ ეკითხება უკრაინას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას?!

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე გუშინ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს ეხმაურება.

 

“რა ტექნიკური მთავრობა?! რა არახამია?! რა უკრაინის დახმარება ევროინტეგრაციაში? ვინ ეკითხება უკრაინას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას?!…

 

იმისთვის, რომ შევძლოთ დავეწიოთ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ მატარებელს, საჭიროა ევროპული პოლიტიკური პროცესი. ევროპული პოლიტიკური პროცესი კიდევ გულისხმობს ჯანსაღ საპარლამენტო პროცესს. რაც არ უნდა რთულად ჩანდეს ამ მიზნის მიღწევა, სხვა გზა წარმატების არ არსებობს.

 

ხალხის ძალა და ენერგია, რომელიც მობილიზებულია, უნდა მიემართოს საარჩევნო სისტემის სასწრაფოდ გასაუმჯობესებლად და პლურალისტური პარლამენტის ასარჩევად“, – წერს ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები