Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილა

პოლიტიკა
219
Frontnews
პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილა

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების განხილვა დაიწყება.

ორგანული კანონის პროექტით, იცვლება არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები და განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის არჩევნების შედეგების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამების წესი.

ამასთანავე, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება. ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორების და გასაჩივრების წესი. იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები. ახალარჩეული საკრებულოს, მისი წევრებისა და მერის უფლებამოსილების დაწყების ვადა კი, არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღის ნაცვლად მე-9 დღე იქნება.

კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში ასევე დაიწყება: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილების განხილვა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები