ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს საშემოდგომო სესიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
"საშემოდგომო სესიის ფარგლებში არაერთი საკანონმდებლო სიახლის განხილვა იგეგმება. მიმდინარე კანონპროექტებთან ერთად, ასევე შემუშავების პროცესშია სხვადასხვა დიდი რეფორმა. შესაძლებლობა გვაქვს, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიები იმისთვის გამოვიყენოთ, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივების მიღებაზე ვიმუშაოთ. პარლამენტის კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების მნიშვნელოვანი ვიზიტები იგეგმება. შესაბამისად, საშემოდგომო სესიის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა საპარლამენტო დიპლომატიის ტემპები შევინარჩუნოთ. რაც შეეხება საკომიტეტო საქმიანობას, მისასალმებელია, რომ ზაფხულის პერიოდი კომიტეტებმა რეგიონებში შეხვედრებისა და გასვლითი სხდომებისთვის გამოიყენეს. კომიტეტებს ამ მიმართულებითაც ყოველგვარი მხარდაჭერა აქვთ პარლამენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისგან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
პარლამენტის ბიურო




