Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

პარლამენტმა სასესხო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

პოლიტიკა
470
Frontnews
პარლამენტმა სასესხო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

პარლამენტმა 85 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ რატიფიცირების შესახებ“. 

 

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი (ADB) სესხის სახით 101 მლნ. ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს.

 

ეს რესურსი გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 

 

სესხის ხანგრძლივობა 26 წელია, 11- წლიანი შეღავათიანი პერიოდით. 

 

პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2027 წლის 30 დეკემბერია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები