ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
პარლამენტში "საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა დაიწყება

ავტორი
Frontnews საქართველო
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტში „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2027-2030 წლებისათვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტების განხილვა დაიწყება.
საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 33 003.0 მლნ ლარია, რაც პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 837,0 მლნ ლარით მეტია.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, მისი მოცულობა 32 713,7 მლნ ლარია და ეს მაჩვენებელი პროექტის პირველადი ვარიანტის მონაცემს 642,2 მლნ ლარით აჭარბებს.
თაგები:
ბიუჯეტი




