Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

პატრიარქის გარდაცვალებიდან ხვალ 40 დღე სრულდება

საზოგადოება
573
Frontnews
პატრიარქის გარდაცვალებიდან ხვალ 40 დღე სრულდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს გარდაცვალებიდან ხვალ 40 დღე სრულდება.

"ხვალ, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან.

ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს წირვას, რომლის შემდეგაც მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება", - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქი სიონის ტაძარში დაკრძალეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები