Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

პენიტენციური სამსახური - გიორგი დავითაძემ ადმინისტრაციის თანამშრომლის თვალწინ დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი

სამართალი
149
Frontnews
პენიტენციური სამსახური - გიორგი დავითაძემ ადმინისტრაციის თანამშრომლის თვალწინ დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები", - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები