Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

პესკოვი - რუსი ჟურნალისტების დაკავება ბაქოში აბსოლუტურად არ შეესაბამება ორმხრივი ურთიერთობების სულისკვეთებას

მსოფლიო
735
Frontnews
პესკოვი - რუსი ჟურნალისტების დაკავება ბაქოში აბსოლუტურად არ შეესაბამება ორმხრივი ურთიერთობების სულისკვეთებას

ბაქოში რუსი ჟურნალისტების დაკავება აბსოლუტურად არ შეესაბამება ორმხრივი ურთიერთობების სულისკვეთებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"საუბარია კონკრეტულად ჟურნალისტებზე და მათ წინააღმდეგ ასეთი ზომები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ზოგადად მიღებულ წესებსა და ნორმებს, რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების სულისკვეთებასა და ხასიათს“, - განაცხადა პესკოვმა.

აზერბაიჯანში რუსული სააგენტოს ჟურნალისტი აიტეკინ გუსეინოვა დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, აიტეკინ გუსეინოვა რუსული „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ოფისის გარეთ იღებდა ვიდეოს, სადაც ორშაბათს პოლიციამ რეიდი ჩაატარა. რეიდის დროს ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა "სპუტნიკის“ რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები