Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ფიცო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვით იმუქრება

მსოფლიოუკრაინა
733
Frontnews
ფიცო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვით იმუქრება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დაბლოკვით იმუქრება, თუ ევროკავშირი არ აიძულებს უკრაინას, აღადგინოს რუსული ნავთობის მიწოდება "დრუჟბას" მილსადენის მეშვეობით.

ფიცომ ასევე დაადანაშაულა ევროკომისია "ორმაგი სტანდარტების“ გამოყენებაში, რადგან ის თითქოს უკრაინის ინტერესებს ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებზე მაღლა აყენებს.

"ევროკომისიამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის რამეს გაკეთება ეიძულებინა. თუ ევროკომისია მომავალშიც ასე მოქცევას გააგრძელებს და სლოვაკეთის ინტერესებზე მაღლა უკრაინის ინტერესებს დააყენებს, მან უნდა დაივიწყოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მხარდაჭერა ან ჩვენი მზადყოფნა, ხელი შევუწყოთ უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები