Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

პისტორიუსი - რუსეთი ზამთარში საჰაერო დარტყმებს გააძლიერებს, მოკავშირეებმა უკრაინის დახმარება უნდა გაზარდონ

უკრაინა
209
Frontnews
პისტორიუსი - რუსეთი ზამთარში საჰაერო დარტყმებს გააძლიერებს, მოკავშირეებმა უკრაინის დახმარება უნდა გაზარდონ

მოკავშირეებმა გააცნობიერეს, რომ ომი მალე არ დამთავრდება. ამიტომ, ემზადებიან უკრაინისთვის დახმარების გასაძლიერებლად ზამთრისთვის, როდესაც რუსეთი გააძლიერებს საჰაერო დარტყმებს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

პისტორიუსმა პარტნიორებს მოუწოდა, აქტიურად დაეხმარონ კიევს ზამთრის პერიოდისთვის მომზადებაში. როგორც მან აღნიშნა, გერმანია უკრაინას საკუთარი მარაგებიდან დამატებით „პატრიოტის” რაკეტებს გადასცემს.

მისივე თქმით, უკრაინის მხარდამჭერები შეიძლება "რუსეთის სამიზნეები“ გახდნენ. ამ მიზნით, აგრესორი ქვეყანა "ჰიბრიდულ საშუალებებს“ გამოიყენებს.

"ეს კეთდება გაურკვევლობის დასათესად, ჩვენი სოციალური ერთიანობის, ჩვენი დემოკრატიული პრინციპების ძირის გამოთხრის და უკრაინის მხარდაჭერისადმი ჩვენი ერთგულების შესუსტების მიზნით“, - განაცხადა პისტორიუსმა.

ამ კონტექსტში, პისტორიუსმა გაიხსენა ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის ბოლოდროინდელი მცდელობა. თუმცა, ის ამტკიცებს, რომ გერმანია ურყევად უჭერს მხარს უკრაინას. "ეს მცდელობები სასურველ შედეგამდე არ მიგვიყვანს“, - აღნიშნა მან.

პენტაგონის მაღალჩინოსანმა ელბრიჯ კოლბიმ ასევე განაცხადა, რომ მოკავშირეები „მზად უნდა იყვნენ გაჭიანურებული კონფლიქტისთვის და იმისთვის, რომ უკრაინის საჭიროებები მომდევნო თვეებსა და წლებშიც შენარჩუნდეს“.

კოლბიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ "არ უნდა შეასუსტოს“ რემილიტარიზაციის ტემპი.

"უკრაინის მხარდაჭერა ხელს უწყობს ევროპის უსაფრთხოებას სამხედრო ძალისა და სამრეწველო შესაძლებლობების აღდგენის ხელშეწყობით. თუმცა, სიტყვები საკმარისი არ არის. რეალური ფული და სამრეწველო შესაძლებლობები უნდა იქნეს გამოყენებული“, - განაცხადა მან.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, შეერთებული შტატები მზადაა გააგრძელოს ამ ძალისხმევის მხარდაჭერა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები