Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

პისტორიუსმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

უკრაინა
1264
Frontnews
პისტორიუსმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, – ამის შესახებ მან უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პისტორიუსის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 4 IRIS-T სისტემას, 20 ათასი 155 მმ კალიბრის ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს და სხვა შეიარაღებას.

 

მისივე თქმით, მომავალ წელს გერმანია უკრაინისთვის 140 ათასი 155 მმ ჭურვის მიწოდებას გეგმავს.

 

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უკრაინაში 21 ნოემბერს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. თავდაცვის მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ ეს პისტორიუსის მეორე ვიზიტია კიევში. ბოლოს პისტორიუსი კიევში 2023 წლის თებერვალში იყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები