Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

პოლიციამ თბილისში 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

სამართალი
408
Frontnews
პოლიციამ თბილისში 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჯგუფურად იყვნენ ჩართული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის სქემაში.

"სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები – „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები