ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია სამი პირი

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული 11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნარკოდანაშაული




