Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

პოლონეთში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა

საზოგადოება
1039
Frontnews
პოლონეთში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი პოლონეთის რესპუბლიკაში საგასტროლო ტურნეში იმყოფება, სადაც 15 კონცერტს გამართავს. კონცერტები ვარშავაში, ოლშტინში, ჩესტოხოვაში, რადომში, ჟეშუვში, ტარნუვში, ხოშუვში, ოლესნიცაში, კრაკოვში, კოშალინში, გნეზნოში, ზაბჟესა და ზგოჟელეცში გაიმართება.

 

პირველი კონცერტი ანსამბლმა „აფხაზეთმა“ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართა და მაყურებლის წინაშე პროგრამით „ქორეონიკონი“ წარდგა. საკონცერტო პროგრამა 13 ცეკვას, 6 სიმღერას და 2 მუსიკალურ ნომერს მოიცავს.

 

კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია ესწრებოდნენ.

 

ანსამბლ „აფხაზეთის“ საგასტროლო ტურნე პოლონეთის რესპუბლიკაში 16 მარტს დასრულდება.

თაგები:

კონცერტი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები