Logo

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა

მსოფლიო
797
Frontnews
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულებულია.

ეგზიტპოლების მიხედვით, ვარშავის მერს რაფალ ტშასკოვსკის ხმების 50,3% აქვს, მისმა ოპონენტს "კანონისა და სამართლიანობიდან" კაროლ ნავროცკის - 49.7%.

ამ კვირის დასაწყისში ჩატარდა მეორე ტურის წინ ბოლო გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ ორივე კანდიდატს თითქმის თანაბარი შანსები ჰქონდა. კერძოდ, 47.5% მზად იყო ხმა მიეცა ტშასკოვსკისთვის, 45.9% კი - ნავროცკისთვის.

ეს ნიშნავდა, რომ შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა პოლონელი ამომრჩევლების 6.6%-ს, რომლებსაც იმ მომენტისთვის არჩევანი გადაწყვეტილი არ ჰქონდათ.

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს გაიმართა, რომელშიც ტშასკოვსკიმ ხმების 31.36% მიიღო, ნავროცკიმ კი - 29.54%.

თაგები:

პოლონეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები