ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
პრევენციიდან შედეგამდე - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამები აჭარაში

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, მინისტრის მოადგილეები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ თემაზე „პრევენციიდან შედეგამდე - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამები აჭარაში”.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა მონაწილეებს ამ მიმართულებით ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგები და პრაქტიკული გამოცდილება გააცნო. საკითხის ირგვლივ დისკუსიის ფორმატში მოსაზრებები წარმოადგინეს: სოციალური პროგრამების ექსპერტმა, აკადემიურმა დოქტორმა სოფიო ბაკურიძემ, ნეონატოლოგებმა, მეან-გინეკოლოგებმა, პედიატრებმა, სხვადასხვა სერვისის განმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენლებმა და პროგრამებით მოსარგებლე პირებმა.
"დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს, რომლებიც მოიცავს სამედიცინო და სოციალურ რეაბილიტაციას, მატერიალურ დახმარებას, დემოგრაფიული ხელშეწყობის ღონისძიებებსა და დედებისა და ბავშვებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერ სერვისს. აღნიშნული მიმართულებების დასაფინანსებლად წლის განმავლობაში 10 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
შეხვედრას ორგანიზებას უწევდა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და მიზნად ისახავდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრამების შედეგების შეჯამებას, გამოცდილების გაზიარებას, სამომავლო თანამშრომლობისა და განვითარების ხედვების განსაზღვრას.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამების ფარგლებში მოსახლეობისთვის 14-მდე სხვადასხვა სახის სერვისია ხელმისაწვდომი. რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნული პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა 13 000-ზე მეტ ბენეფიციარს აქვს.





