Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

პროექტი “ჩვენი ჯარი” გრძელდება

სამხედრო
1605
Frontnews
პროექტი “ჩვენი ჯარი” გრძელდება

პროექტი “ჩვენი ჯარი” გრძელდება. ამჯერად სამხედრო მოსამსახურეები ქ.თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების ძირითადი დანიშნულება გააცნეს.

სამხედროებმა  მოსწავლეებს ქართული ჯარის ისტორიაზე, ჯარისკაცის პროფესიაზე, თავდაცვის ახალ კოდექსზე  და ჯარის ძირითად პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ესაუბრნენ. მოსწავლეებმა სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

“ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება. 2023 წლიდან „ჩვენი ჯარი“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მოიცავს და საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და უნივერსიტეტებში წარმატებით მიმდინარეობს.

თაგები:

ჩვენი ჯარი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები