ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ავტორი
Frontnews საქართველო
პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან - იმ დროს 8-9 წლის ასაკის მქონე არასრულწლოვანთან.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" და მე-4 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების ოც წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართა", - აცხადებენ პროკურატურაში.
თაგები:
პროკურატურა




