ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
პუტინი - მოდით, ვიცხოვროთ მეგობრულად, თორემ ჩვენც მოგვიწევს პასუხის გაცემა

ავტორი
Frontnews საქართველო
რუსეთი ბალტიის ზღვაში ევროპული ქვეყნების მიერ ჩატარებული წვრთნების გამო, რომელიც მოსკოვის მტკიცებით, სამოქალაქო გემების დაკავების პრაქტიკას მოიცავდა, საპასუხო ზომებით იმუქრება.
"ჩვენს საზღვრებთან, ბალტიის ზღვაზე ევროპული ქვეყნები წვრთნებს ატარებენ და სამოქალაქო გემების დაკავებას ამუშავებენ. რას აკეთებენ, რისთვის ემზადებიან? მოდით, ვიცხოვროთ მეგობრულად, თორემ ჩვენც მოგვიწევს პასუხის გაცემა, სხვაგვარად არ იქნება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
Marsec EU26-ის მასშტაბური საზღვაო უსაფრთხოების სწავლებები დღეს დასრულდა.
წვრთნები ჰელსინკის სანაპიროსთან ახლოს, ბალტიის ზღვის აკვატორიაში, 2026 წლის 15 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.
ევროპული მხარე განმარტავს, რომ ეს არის თავდაცვითი რეაგირება რუსეთის მხრიდან წყალქვეშა კაბელებს და გაზსადენებზე შესაძლო დივერსიების საფრთხეზე.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი




