Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს

საზოგადოება
740
Frontnews
ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს.

 

“20 იანვარს, ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა.

 

ქართველი კაპიტნის ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც 3 საათი გაგრძელდა (20:00-23:00).

 

ეკიპაჟის პროფესიონალიზმისა და ძალისხმევის წყალობით, 34 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა.

 

აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟის 14 წევრიდან სამი ქართველი მეზღვაურია: კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე, უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე და მეორე მექანიკოსი ჯივან გურგენიძე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fphoto.php%3Ffbid%3D687812013506838%26set%3Da.230428339245210%26type%3D3&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”805″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები