Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ყაზახეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნების დროს 14 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

მსოფლიო
209
Frontnews
ყაზახეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნების დროს 14 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ყაზახეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნების დროს, სულ მცირე, 14 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ჯარისკაცები კასპიის ზღვამ გაიტაცა, კიდევ სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამდებობის პირია დაკავებული. მათ სამსახურებრივ დაუდევრობასა და გემის მართვის წესების დარღვევაში სდებენ ბრალს.

დაკავებულებს შორის არიან ყაზახეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის პირველი მოადგილე, ორი სამხედრო ნაწილის მეთაური, ასევე საზღვაო ქვეითთა ასეულის და კატარღის მეთაურები.

შემთხვევა 24 სექტემბერს, ყაზახეთის სამხრეთ-დასავლეთით მოხდა.

თაგები:

ყაზახეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები