Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

რევაზ სოხაძე თერჯოლის №1 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

რეგიონები
153
Frontnews
რევაზ სოხაძე თერჯოლის №1 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, პარლამენტის დელეგატ ზვიად შალამბერიძესთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან  ერთად, თერჯოლის №1 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, 500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდება საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლაბორატორია და სპორტული სივრცეები. ასევე, კეთილმოეწყობა სკოლის ეზო, სრულად განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები და გაუმჯობესდება შენობის ენერგოეფექტურობა.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები და პედაგოგები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემოთი ისარგებლებენ. სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოს იგეგმება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები