Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია და ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს

საზოგადოება
912
Frontnews
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია და ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო.

 

“კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ,  მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

გაწმენდითი სამუშაოები დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

 

ამ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე,  სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოსვლის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

 

თაგები:

რიკოთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები