Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

რიკოთზე გადაადგილებას სატვირთო ტრანსპორტიც შეუზღუდავად შეძლებს

საზოგადოება
978
Frontnews
რიკოთზე გადაადგილებას სატვირთო ტრანსპორტიც შეუზღუდავად შეძლებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა.

 

“ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

 

თაგები:

რიკოთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები