Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

რინკევიჩი – კიდევ ერთხელ დავადასტურე ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებებისადმი

პოლიტიკა
1573
Frontnews
რინკევიჩი – კიდევ ერთხელ დავადასტურე ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებებისადმი

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა.

“ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან შეხვედრა რიგის სასახლეში. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – წერს რინკევიჩი.

შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილმაც.

“შევხვდი პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. მადლობა საქართველოს გვერდით დგომისთვის ამ გზაზე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები