Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

რიში სუნაკმა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

მსოფლიო
1434
Frontnews
რიში სუნაკმა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.

 

“ამ არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. დღეს ძალაუფლება მოწესრიგებულად და მშვიდობიანად შეიცვლება. ეს არის ბრიტანელი ხალხის მიერ გამოტანილი განაჩენი ჩვენს გამოსაფხიზლებლად. ბევრი რამ არის სასწავლი და დასაფიქრებელი. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ დანაკარგზე“, – განაცხადა სუნაკმა.

 

ეგზიტპოლის მიხედვით, “კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ვადამდელ არჩევნებში “ლეიბორისტულმა პარტიამ” გაიმარჯვა.

 

“ლეიბორისტები” 410 მანდატს მოიპოვებენ, კონსერვატორები კი მხოლოდ 131 მანდატს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი “ლეიბორისტების” ლიდერი კირ სტრამერი გახდება.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები