ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
რომან გოცირიძე - ეს, ფაქტობრივად, ეხება ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, ხელისუფლებას პანდორას ყუთის გახსნა არ უნდოდა

ავტორი
Frontnews საქართველო
შემოსავლები გაიზარდა ნაკლებად, ქონების საბაზრო ღირებულება კი ასტრონომიულად, ამიტომ, ეს, ფაქტობრივად, ეხება ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს. ხელისუფლებას პანდორას ყუთის გახსნა არ უნდოდა, ვინაიდან, იცოდა, რომ ააფეთქებდა ეს მათ, - ამის შესახებ ეკონომისტმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საქმე დამატებით ათასებთანაა დაკავშირებული.
"წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანს აქვს ორსართულიანი სახლი თბილისში, ან რომელიმე დიდ ქალაქში, ეს სახლი დღეს, სულ მცირე, სამასი ათასი დოლარი ღირს, ზოგიერთი ორჯერ მეტიც, ეს არის მილიონი ლარი. დღემდე, ახალი კანონის მიღებამდე, მოქალაქე, რომლის ოჯახსაც ჰქონდა ასი ათასი ლარი შემოსავალი, გადაიხდიდა ამ მილიონი ლარის ღირებულების მხოლოდ ერთი სახლიდან, 500 ლარს, ან, მაქსიმუმ, 2 ათას ლარს. დღეს, მინიმუმ, გადაიხდის 8 ათას ლარს და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ათი ათას ლარსაც კი.
შემოსავლები გაიზარდა ნაკლებად, ქონების საბაზრო ღირებულება კი ასტრონომიულად, ამიტომ, ეს, ფაქტობრივად, ეხება ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს. ხელისუფლებას პანდორას ყუთის გახსნა არ უნდოდა, ვინაიდან, იცოდა, რომ ააფეთქებდა ეს მათ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება.
თაგები:
რომან გოცირიძე




