Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დნიპროში 2 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

უკრაინა
1107
Frontnews
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დნიპროში 2 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

დნიპროში რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

 

დაშავებულთაგან 19 მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. საშუალო სიმძიმისაა 3 და 6 წლის ბავშვების მდგომარეობა.

 

უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, 4 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

 

რუსმა ოკუპანტებმა დარტყმა დღეს დნიპროში მდებარე პოლიკლინიკასა და ვეტერინარულ კლინიკაზე განახორციელეს, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. დაზიანდა კერძო და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

თაგები:

დნიპრო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები