Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

რუსეთის დანაკარგები 19 აგვისტოს მდგომარეობით - უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემები

უკრაინა
243
Frontnews
რუსეთის დანაკარგები 19 აგვისტოს მდგომარეობით - უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 471 160 (+1 190) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 19.08.26-მდე: ტანკები – 12 276 (+2), ჯავშანტექნიკა – 25 162 (+0), საარტილერიო სისტემები – 48 205 (+50), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 043 (+3).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 577 (+0), თვითმფრინავები – 439 (+0), ვერტმფრენები – 354 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 311 (+19); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 469 197 (+1 738), ფრთოსანი რაკეტები – 5 010 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 136 318 (+427), სპეციალური ტექნიკა – 4 548 (+1).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები