Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სუსი - რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ თამარაშენთან გატაცებული არასრულწლოვნები თავისუფლები არიან

კონფლიქტები
3293
Frontnews
სუსი - რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ თამარაშენთან გატაცებული არასრულწლოვნები თავისუფლები არიან

არასრულწლოვნები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოფელ თამარაშენთან რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, უკვე თავისუფლები არიან.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

„ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან“, – განაცხადეს სუსში.

უწყებაში აცხადებენ, რომ სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენიდან საოკუპაციო ძალებმა 5 არასრულწლოვანი გაიტაცეს. ერთ-ერთი გატაცებულის მამის თქმით, გატაცებულთა ასაკი 10 წელს არ აღემატებოდა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები